ლევან გოფოძე: წერტილოვანი შეზღუდვები უნდა იყოს – ჩვენს კლინიკაში ადგილი არ არის
“ამჟამად, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან დიდ წნეხს განიცდის და, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს კლინიკაში ადგილი არ არის”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა, ლევან გოფოძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მასობრივი თავშეყრის ადგილები რაც შეიძლება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
“ამჟამად, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან დიდ წნეხს განიცდის და, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს კლინიკაში ადგილი არ არის. მასობრივი თავშეყრის ადგილები უნდა შეიზღუდოს და რაც შეიძლება მკაცრად გაკონტროლდეს. სავაჭრო ცენტრები შესაძლოა, სრულად არ დავკეტოთ, მაგრამ გარკვეული თამაშის წესები იქაც უნდა იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა იყოს, მაგრამ რა ხარისხით უნდა იყოს და სად, ამას კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ”, – განაცხადა გოფოძემ.