საფრანგეთმა უკრაინაზე რუსეთის იერიშების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისა და მისი მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე უწყვეტი თავდასხმების შესახებ შეხვედრას გამართავს,- ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

სესია საფრანგეთმა მოიწვია, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

როგორც მედია იუწყება, რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და დაბებზე, მაშინაც კი, როდესაც აშშ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

“უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. ჩვენ 49 დღის წინ დავეთანხმეთ აშშ-ის წინადადებას სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ რუსეთმა ეს არ გააკეთა.

დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენ მოვუწოდებთ წევრებს, გამოხატონ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიერ მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, ნათლად დაგმონ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამწვავებული ტერორი და პრინციპული პოზიცია დაიკავონ მოსკოვზე, მეტი ზეწოლის აუცილებლობისთვის”, – განაცხადა სიბიგამ.

შეგახსენებთ, უშიშროების საბჭო, გაერო-ს ორგანო, რომელიც ხუთი მუდმივი და 10 მონაცვლეობითი წევრისგან შედგება, ვალდებულია, ზედამხედველობა გაუწიოს გლობალურ უსაფრთხოებას და მოაგვაროს კრიზისები და კონფლიქტები მთელ მსოფლიოში.

საფრანგეთი და რუსეთი, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და ჩინეთთან ერთად, ამ ორგანოში მუდმივი წევრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები