სუსი: 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ეფექტიანად განაგრძობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს სუსი კორუფციის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ეფექტიანად განაგრძობდა.

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების რიგში და პირველ ადგილზეა სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით. შედეგად, დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 23 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 39 პირი ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სხვა”,- წერია სუსის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები