ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიაოიანგში მდებარე რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა,- ამის შესახებ apnews-ი წერს.
ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია და გადარჩენილების ძებნა დასრულებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ხელისუფლება პირობას დებს, რომ მიზეზებს გამოიძიებენ და დამნაშავეებს მკაცრად დასჯიან.
როგორც მედია წერს, ცუდად მოვლილი ინფრასტრუქტურა, უკანონოდ შენახული ქიმიკატები და სახანძრო გასასვლელებისა და ცეცხლგამძლე საშუალებების ნაკლებობა, რასაც ხშირად კორუფცია უწყობს ხელს, ხშირად ასეთი კატასტროფების გამომწვევი ფაქტორებია.