გიორგი ამილახვარი: მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, როგორც არასდროს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობა უმაღლეს მწვერვალზეა.

ამის შესახებ ამილახვარმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„მაიკ პომპეოს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობა უმაღლეს მწვერვალზეა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და აშშ-ს შორის სამომავლო ურთიერთობები თავდაცვის, ეკონომიკური, კულტურული, განათლების მიმართულებით.

„ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ ვიზიტს, ეს არის ნათელი დადასტურება საქართველოს მხარდამჭერი ვიზიტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,” – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები