ნოველა სახელწოდებით – „კორონავირუსი“ გრძელდება. დაავადებამ, რომელმაც ჩინეთში გასული წლის დეკემბერში იფეთქა, 1,26 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კორონავირუსის თითქმის 51 მილიონი შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 33 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებულად ითვლება.
გუშინ მსოფლიოში გარდაცვალების 6 867 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 465 514 კი ახალი დაავადებული დადასტურდა. ბოლო მონაცემების საფუძველზე, ყველაზე მეტი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საფრანგეთში – 548 დაფიქსირდა, შემდეგ ესპანეთში – 512 და აშშ-ში – 489.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის თვალსაზრისით აშშ ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც 238,251 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სულ 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 3,9 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა და დიდი ბრიტანეთი.
ჩინეთმა – ჰონგ კონგისა და მაკაოს გარდა – დღემდე 86,267 შემთხვევა დაადასტურა, მათ შორის, 4,634 გარდაცვლილია და 81,187 გამოჯანმრთელებულია.
ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე 11,6 მილიონი დადასტურებული შემთხვევიდან, 413 838 დაიღუპა. ევროპაში 13 მილიონზე მეტი ქეისიდან 311 035 დაიღუპა, ხოლო აშშ-სა და კანადაში 10,3 მილიონზე მეტი შემთხვევიდან 248 791 ადამიანი დაიღუპა.
ასევე, აზიაში 178 001 ადამიანი გარდაიცვალა, ახლო აღმოსავლეთში – 65 666, აფრიკაში – 45 618 და ოკეანეთში 941 ადამიანი დაიღუპა.