არჩილ თალაკვაძე: აქციაზე დაჯარიმებულებს შეუძლიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გუშინ საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებულ მოქალაქეებს ურჩევს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.
თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, თუ რას გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.
„საქართველოში, რამდენიმე ქალაქში დაწესებულია წერტილოვანი შეზღუდვები, რაც კეთდება ეპიდემიის პრევენციისთვის და ამ წესების შემოღების უფლება პარლამენტს მიცემული აქვს კენჭისყრით მთავრობისთვის. თუ ვინმე თვლის, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, ამის შეფასების ადგილი არის საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, ადამიანებს შეუძლიათ, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.