ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომლებსაც არჩევნებზე რამდენიმე მილიონი აქვთ დახარჯული და პარლამენტში შემოსვლა მათ ინტერესებშია

“ნაციონალურ მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე მილიონი აქვთ დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ყველა ოლქში მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

“გარდა იმისა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა.

ჩვენი მოლოდინია ყველა ოლქის მოგება. იმედია, ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა ოლქში მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია მეორე ტურშიც შედგეს სრულად კონკურენტული არჩევნები. ვიცით, რომ უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები