კახა კალაძე: ხალხის გადაწყვეტილებით, მთავრობას “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს – თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა და მილიონამდე ადამიანმა ნდობა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.
კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ნუ აჰყვებიან.
“ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. მილიონამდე ადამიანმა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, მთავრობას “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა”, – განაცხადა კალაძემ.