საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა
“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 638 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 198, აჭარაში – 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი – მათ შორის, თბილისში – 150, აჭარაში – 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე”, -განაცხადა ხოჯევანიშვილმა.