მუჯირიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედანი მოაწყეს
ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. მოსახლეობის თხოვნით, მუჯირიშვილის ქუჩაზე, N10-ის მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე თანამდეროვე, გადახურული ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო.
სამუშაოები შპს „პე-ბე“-მ განახორციელა.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 198 621 ლარით დაფინანსდა.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ისნის რაიონის გამგებელი – კახა ლაბუჩიძე.