ნათია მეზვრიშვილი: “112”-ზე ადამიანებმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა დარეკონ, ხოლო შეზღუდვებზე ინფორმაციის მისაღებად “144”-ს მიმართონ

“112”-ზე ადამიანებმა უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები, შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე – “144”-ზე”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ზარები განხორციელდება მიზნობრივად, პრობლემები აღმოიფხვრება და რესურსები მოხმარდება იმ ადამიანებს, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.

“თუ ეს ზარები განხორციელდება მიზნობრივად, ეს პრობლემები აღმოიფხვრება და გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი რესურსები მოვახმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს რეალურად სჭირდება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები