საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 327-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 85-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები