“მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებ. ჩვენი რეგიონისთვის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისათვის, გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.