Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.
ავიაკომპანია ფრენებს „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით შემდეგი განრიგით შეასრულებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი – პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.