ბექა ვაჭარაძე – ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე ფოთელ სპორტსმენებს: ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ახალ გამარჯვებებს

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე ფოთელ სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცეს ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ფესტივალზე ფოთელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: ანდრია მატარაძე- კრივი (57 კგ), ვიქტორია კილასონია – 200 მ ბატერფლაი და 400 მ თავისუფალი ყაიდა, ლიზა კარდანიუკი- ამანათრბენი (100 მ) და შერეული ესტაფეტა 6×60 მ და აჩიკო ჯანაშია- ამანათრბენი.

,, ვულოცავ ფოთელ სპორტსმენებს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებს.
ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მომავალი ჩემპიონების მოტივაციის გაზრდა იყო. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება ჩვენს ახალგაზრდებს არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
მსგავსი შეჯიბრებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების განვითარებაში, ხოლო მათი თითოეული წარმატება ჩვენი ქალაქის წარმატებაცაა.
ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ახალ გამარჯვებებს” – განაცხადა შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ქვეყნის მასშტაბით გამართული ეს უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ სპორტული გამოცდილება და განავითარონ საკუთარი პოტენციალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები