საქართველო-რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში მეორე ნახევრის დასაწყისში გიორგი ქვილითაიამ გახსნა. რუმინელებმა ანგარიში 55-ე წუთზე გაათანაბრეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა. ის რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა.

კაშიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები