საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” ე.წ. ბოტების შეტევა განხორციელდა  

დღეს, 8 აგვისტოს – მაშინ, როდესაც მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს და პატივს მიაგებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” მუხათგვერდის სასაფლაოზე მემორიალის ყვავილების შემკობის ფოტოების დადებისთანავე 150-ზე მეტი ყალბი ანგარიშიდან, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდოეთში, ტაილანდში, მაროკოში, ერაყში, პაკისტანში, თითქმის ერთდროულად განხორციელდა  „ბოტების“ შეტევა.

ამ ფაქტით ნათელი ხდება, რომ გარკვეული ჯგუფები პროვოკაციისა და მიზანმიმართული თავდასხმისთვის ასეთ ტრაგიკულ მოვლენებსაც კი იყენებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ოფიციალურად მიმართავს “ფეისბუქის” ადმინისტრაციას, რათა აღნიშნული ყალბი ანგარიშები და მათთან დაკავშირებული გვერდები გააუქმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები