ახალქალაქში მკვლელობა მოხდა
ახალქალაქში დღეს მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.