შუახევის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შუახევის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და პროექტის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ასლან ჭანიძემ მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობა, სასოფლო თემის მდგრადი განვითარების მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში: ნიგაზეულში, ფურტიოსა და ზედა ტაკიძეებში ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს:
წარმომადგენლების ჩართულობასა და დასწრებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებში;
გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობას სათემო შეხვედრებზე გამოვლენილი პრობლემის მოგვარების სტრატეგიების შემუშავებაში;
შესაძლებლობის ფარგლებში შეთანხმებული სტრატეგიების მიხედვით პრობლემების მოგვარების პროცესში თანამონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” შუახევის თვითმმართველობასთან წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის გზით.