ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის 700-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო.
“1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და მოეწყობა საყრდენი კედელი. აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს; II ეტაპზე, გზის 250 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები მოეწყო. მიმდინარე, III ეტაპის სამუშაოებით კი მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.