ამირან გამყრელიძე: იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის
“იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს.
„კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული. თუმცა იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ.
ამ სეზონზე, დაახლოებით, ნოემბერ-დეკემბერში გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.