ხვალ რეინჯერთა მსოფლიო დღეა – ღონისძიება თბილისის ეროვნულ პარკში ჩატარდება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთში, 12:45 საათზე, მსოფლიო რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დასაქმებული რეინჯერები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები