ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, უკვე 57 დადასტურებული შემთხვევაა.

დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ დღე-ღამეში ტესტირება 70 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან მხოლოდ ორი აღმოჩნდა დადებითი.

მათივე განცხადებით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 8 პაციენტი მკურნალობას, 7 – სახლში, თვითიზოლაციაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 57 შემთხვევაა გამოვლენილი, 37 პირი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები