ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: ვაკვირდები გამოძიების ქმედებებს, მათ პოზიციას ვუსმენ და ვცვლით ინფორმაციას

“ძალიან დიდი კონტროლის ქვეშაა გამოძიება და დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მათ, არ არის ეს მარტივი საქმე”, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

​მისი თქმით, ის აკვირდება საგამოძიებო მოქმედებებს და გამოძიებასთან ინფორმაციას ცვლის მათთან.

„ვაკვირდები გამოძიების ქმედებებს, მათ პოზიციას ვუსმენ და ვცვლით ინფორმაციას. ახლა გარკვეული შუამდგომლობები მაქვს დაყენებული და ვნახავ, რამდენად სწრაფად განახორციელებენ მათ, რამდენად დროულად მომცემენ ინფორმაციას, შემდგომ ყველაფერს გავაანალიზებ და ჩამოვაყალიბებ ჩემს მყარ პოზიციას. იმ ინფორმაციას, რაც საზოგადოებისა და მედიისთვის იქნება საჭირო, გავასაჯაროებ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები