ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ წითელი ხიდზე, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.ჯ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 7 324,37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის (3,300 კგ.) ნაკეთობები გამოავლინეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.