“ერთად ჩვენ შეგვიძლია, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები”
„ერთად ჩვენ შეგვიძლია, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის – უფრო ღირსეული პირობები უზრუნველვყოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
„ერთად ჩვენ შეგვიძლია, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.