რუსთავში 6 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა
2014 წელს რუსთავის თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილ პროექტებს მთავრობა პირველ ეტაპზე 6 158 450 ლარით დააფინანსებს. აღნიშნული თანხის ნაწილი მუნიციპალიტეტში გზებისა და შიდაკვარტალური ეზოების ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭყონდიდელის დასახლებაში.
ასევე: კოსტავას, გ. ნიკოლაძის, მშენებელთა, ფიროსმანის, სურგაით მეტალურგებისა და კონსტიტუციის ქუჩებზე. წელს რუსთავში, ასევე, გარემონტდება საბავშვო ბაღები, გადაიხურება საცხოვრებელი კორპუსები. ასევე დასასვენებელ პარკებში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები (30 კომპლექტი) დამონტაჟდება. პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.