გლდანის მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება.

მათივე ცნობით, პროექტს გამგეობა 100 %-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 122 280 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროგრამით წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე უტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები