პიტერ სიიარტო: საპატრიარქოში მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა ილია მეორისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ
“ეს შეხვედრა პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი დელეგაციის თითოეული წევრისთვის, ასევე უნგრეთის სახელმწიფოსთვის, არის ძალიან დიდი პატივი”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
,,ეს შეხვედრა პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი დელეგაციის თითოეული წევრისთვის, ასევე უნგრეთის სახელმწიფოსთვის, არის ძალიან დიდი პატივი. ეს მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენს მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ”, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი და მათი თანმხლები პირები მიიღო.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.