ანრი ოხანაშვილი: ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მომავალზე საუბარი და არა – წარსულის ჯგუფებზე, რომლის ნათელი წარმომადგენლები არიან სააკაშვილი, ბოკერია და რურუა

“ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მომავალზე საუბარი და არა – წარსულის ჯგუფებზე, რომლის ნათელი წარმომადგენლები არიან სააკაშვილი, ბოკერია და რურუა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩის გაწვევა კი არ მოხდება, არამედ ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციას “ქართველი საზოგადოება გაიწვევს პოლიტიკური ცხოვრებიდან”.

“შალვა ნათელაშვილი მეშვეობით განაცხადეს, რომ გერმანიის ელჩი უნდა გაიწვიონ, რეალურად, 2020 წლის ოქტომბერში ჩვენი საზოგადოება გაიწვევს ამ ჯგუფებს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მომავალზე საუბარი და არა – წარსულის ჯგუფებზე, რომლის ნათელი წარმომადგენლები არიან სააკაშვილი, ბოკერია და რურუა. ასე გააგრძელოს ამ ტრიომ ნათელაშვილის მეშვეობით და გერმანიის ელჩს კი არ გაიწვევენ, ჩვენი საზოგადოება გაიწვევს ამ ხალხს პოლიტიკური ცხოვრებიდან”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანლებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. “ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები