ნათია თურნავამ „ნოკიას” რეგიონულ დირექტორს საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ფინური კორპორაციის „ნოკიას” რეგიონულ დირექტორთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიკკო ლავანტისთან ონლაინშეხვედრა გამართა და საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

შეხვედრაში ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი – მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა.

„ნოკიას” რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე, ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად  შეესაბამება მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ შევარჩიეთ 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ვახორციელებთ პირდაპირ დიალოგს და ვაცნობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, აქვს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები