„თბილისი ენერჯი”: ერთ დღეში 3 კორპუსი გაზით აფეთქებას გადაურჩა(ვიდეო)
“თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა”,- ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონსა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია.
“სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა, თბილისი-ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის -114 -ის თანამშრომლებმა , ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივე კორპუსში სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა.
თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ – დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.
გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს , გაუფრთხილდით მეზობლების სიცოცხლეს
ნუ დატოვებთ გაზის ონკანებს ჩართულ მდგომარეობაში, უყურადღებოდ.
თბილისი ენერჯი გისურვებთ ჯანმრთელობას”, ნათქვამია ინფორმაციაში.