ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – განაცხადა ე.წ.მთავარი სანიტრის მოადგილე ანა გაგლოევამ.

მისი თქმით, ორივე ინფიცირებული ვოლგოგრადიდან სამშობლოში დაბრუნებული კურსანტია.

გაგლოევას თქმით, ინტენსიურ განყოფილებაში, დადასტურებული დიაგნოზით, 34 პაციენტი მკურნალობს.

ე.წ. რესპუბლიკის მასშტაბით  ექიმების დაკვირვების ქვეშ 268 პირია, მათგან 178 სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება.

პანდემიის პერიოდში ე.წ.სამხრეთ ოსეთში 1837 ტესტი გაკეთდა, ინფიცირების 68 შემთხვევა დადასტურდა, 34 გაწერილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები