„აუცილებლად მომიწევს სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა“

მე აუცილებლად მომიწევს სასამართლოში მოწმის სახით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთანავე, ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, მისი ჩვენება გამოძიებას და სასამართლოს დაეხმარება. “მე აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია წარმოვადგინე არა მარტო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ ვისაუბრე რამდენიმე თემაზე, მათ შორის 2008-2009 წლების მოვლენებთან დაკავშირებითაც. იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ მოთხრობილი აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია დაეხმარება გამოძიებას და სასამართლოს, სამართლიანი განაჩენი იქნას გამოტანილი. ამავდროულად მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ იმაში, ყველა დანაშაულებებზე, რომელზეც დღეს იყო საუბარი, უმთავრესი დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი და მე აუცილებლად მომიწევს ამ სასამართლოში მოწმის სახით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, როდესაც სააკაშვილი იჯდება განსასჯელის სკამზე. ამას თუ ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, გააკეთებს სხვა ხელისუფლება”, – განაცხადა ბურჯანაძე. მისივე თქმით, 2008 წლის აპრილში აქტიურად იხილებოდა საკითხი აფხაზეთში ომის დაწყების და იგი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ამის წინააღმდეგი იყო. ნინო ბურჯანაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები