“12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა?” – ნოშიკო ნამორაძე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე, “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა”, – განაცხადა ნამორაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები