“მუნიციპალურ სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომ ადამიანებს რიგში დგომა არ მოუწიოთ”

“მუნიციპალურ სერვისებზე მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად მაღალი, გაზრდილია იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მთელი რიგი მიმართულებები შეჩერებული იყო. ცხადია, ბევრ ადამიანს ბევრი საქმე დაუგროვდა, დიდია მოთხოვნაც და რიგებიც”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული, წერილები სწრაფად ჩაბარდეს და ადამიანებს რიგში დგომა არ მოუწიოთ.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მოქალაქეთა მომსახურების 11-ვე სერვისცენტრმა დაიწყო მუშაობა. თქვენ იცით, რომ პანდემიის გამო ჩვენ მოგვიწია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. შესაბამისად, თანამშრომლებს, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, მივეცით შესაძლებლობა დისტანციურად მუშაობის და ეს, რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება. ჩვენ ამ პანდემიის გამო მოგვიწია მთელი რიგი სერვისების დახურვა როგორც მერიაში, ასევე, ათივე რაიონულ გამგეობაში. 1-ელი ივნისიდან, ორშაბათიდან უკვე სრულყოფილად მუშაობს 11-ვე სერვისცენტრი და ემსახურება მოსახლეობას. სერვისებზე მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად მაღალი, გაზრდილია იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მთელი რიგი მიმართულებები შეჩერებული იყო. ცხადია, ბევრ ადამიანს ბევრი საქმე დაუგროვდა და დიდია მოთხოვნაც და რიგებიც. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, სწრაფად მოხდეს წერილების ჩაბარება იმისთვის, რომ ადამიანებს არ მოუწიოთ რიგში დგომა. თუმცა, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს და გათვალისწინებულია სოციალური დისტანცია, აუცილებელია პირბადეების მოხმარება. იცით, რომ მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც, სადაც აუცილებელი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა.

მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლა ბოლომდე არ არის მიყვანილი. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით არაერთი ღონისძიება გატარდა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ჩვენ მიერ. იცით, რომ რესტორნები და კაფეები გავათავისუფლეთ საიჯარო გადასახადისგან”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები