ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ორიგინალურად მიულოცეს. მათ ექსპრომტად სიმღერა ჩაწერეს, რომელიც კურსდამთავრებულებს მიუძღვნეს.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და მასწავლებლები დიდი სიყვარულით ვულოცავთ მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას. ამ დღის აღსანიშნავად ვუძღვნით ექსპრომტად ჩაწერილ სიმღერას, სადაც ვეცადეთ გვეთქვა მათთვის ჩვენი სათქმელი და გვეგრძნობინებინა ის დიდი სიყვარული, რასაც ვგრძნობთ მათ მიმართ. უამრავ წარმატებას და დიდ ბედნიერებას გისურვებთ აწ უკვე ჩვენო კურსდამთავრებულებო“,- წერია მისალოც წერილში.