დაპაუზებული მესტია – შიდა ტურიზმის იმედად დარჩენილი ადგილობრივები

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ივლისის დასაწყისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტულ სეზონს გახსნის და პირველ ვიზიტორებსაც მიიღებს.
„რეგიონულ კვირასთან“ COVID-19-ით მიყენებულ ზიანზე ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული კუთხის, ზემო სვანეთის მცხოვრებლები საუბრობენ, რომლებიც საოჯახო სასტუმროს ბიზნესს, უკვე წლებია უძღვებიან. როგორც ისინი აცხადებენ, ტურისტული სფეროდან შემოსავალი, მათთვის ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენს.

მესტიის მკვიდრი, ნინო რატიანი 25 წელია საოჯახო ტიპის სასტუმროს ხელმძღვანელობს. აქამდე, მის სასტუმროში სტუმრის გარეშე დღე არ გასულა, ახლა გულდაწყვეტილი ამბობს, რომ კორონავირუსმა ხალხმრავალი მესტია დააპაუზა. ნინო იმედებს შიდა ტურიზმზე ამყარებს.
„მაისი -ივნისის ყველა ჯავშანი გაუქმდა. არ ვიცით, რა როგორ იქნება, კი არის მცირე ჯავშნები, მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გეშინია ადამიანს, მიიღო სტუმარი. დასტრესილია ხალხი, ასეთი ცარიელი მესტია გახსოვთ?!“, – აღნიშნა ნინო რატიანმა.

მაისი და ივნისის ჯავშნები, უცხოურმა კომპანიებმა ანალოგიურად, თეა ჟორჟოლიანის საოჯახო სასტუმროშიც გააუქმეს.
„მოთხოვნა ყოველთვის იყო ჩვენს სასტუმროზე, მაგრამ რადგან ჩვენ ქართველებს ცოტა გვიან გვიყვარს ჯავშნები, ჩვენს სასტუმროში ქართველებისთვის თითქმის არასოდეს გვქონდა ადგილი, რადგან უცხოელები ერთი წლით ადრე ჯავშნიან ნომერს, ამიტომ სულ პრობლემა გვქონდა, მაგრამ წელს თუ ჩამოვლენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ“,- ამბობს თეა ჟორჟოლიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, მესტიაში არსებული სასტუმროები ცარიელია და ჯავშნები გაუქმებული, ადგილობრივები ტურისტული სეზონის გახსნისთვის აქტიურად ემზადებიან.

 

 

სოფიო კაკაჩია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები