ახალციხის სამხატვრო სკოლა მუშაობას ვიდეოგაკვეთილებით აგრძელებს – „რეგიონული კვირის“ სიუჟეტი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ მრავალი საკითხი რადიკალურად შეცვალა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცხოვრების ჩვეული რიტმი შეუმსუბუქა. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგებს დისტანციურად, ონლაინსწავლების მეთოდზე გადასვლა მოუწია.
ისევე, როგორც მთელს საქართველოში, ახალციხეშიც, კორონავირუსის გამო, სამხატვრო განათლების მიღების ხერხები და მეთოდები შეიცვალა. ადმინისტრაციამ ალტერნატიული სწავლების გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პედაგოგები ვიდეოგაკვეთილებს იღებენ და ასე ასწავლია ხატვას, ფერწერას, გრაფიკას, თიხასა და თაბაშირზე მუშაობას. “რეგიონული კვირა” დაინტერესდა, თუ რა პრობლემის წინაშე დააყენა პანდემიამ ახალციხელი მხატვრები.

 

 

მედეა ლომიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები