ახალციხეში ბაღის აღსაზრდელებისთვის 11 სახეობის პროდუქტი გაიცა

ახალციხეში 25 ბაღის აღსაზრდელისათვის ბურღულეული, კვერცხი, რძის პროდუქტები და ზეთი, დღეს ბაღების გაერთიანებისა და ადგილობრივი თვითმმართელობის ხელშეწყობით გაიცა.

როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მარინა მერაბიშვილმა „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სასურსათო პროდუქტები ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცემა.

„საკვების დარიგების  მეორე ეტაპია.  ბურღულეული, რძის პროდუქტები, პური, კვერცხი და კარაქი გადავეცით ბაღის აღსაზრდელების მშობლებს. სასურსათო პაკეტის გაცემა მიმდინარეობს ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით“, – ამბობს მარინა მერაბიშვილი.

სასურსათე პროდუქტების გადაცემის იდეას დადებითად აფასებენ ბაღის აღსაზრდელის მშობლები. ამბობენ, რომ ოჯახებისათვის მცირედი დახმარებაც მათთვის ბევრს ნიშნავს.

„სასურსათო პაკეტი შედგება ისეთი პროდუქტებისაგან, რასაც ყოველდღიური გამოყენების დანიშნულება აქვს და ბავშვებისთვის სასარგებლოა. მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას და ბაღების გაერთიანებას“, – განუცხადა რეგიონულ კვირას“ ერთ-ერთმა მშობელმა.

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის სასურსათო პაკეტების გადაცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები