ფოთის მერი სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას
ფოთის მერმა დავით სარსანიამ თანამდებობა დატოვა. სარსანიამ თანამდებობის დატოვების თხოვნით ქალაქის საკრებულოს დღეს მიმართა, რის მიზეზად სხვა თანამდებობაზე გადასვლა დაასახელა.
დავით სარსანია სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას. დავით სარსანია ფოთის მერად 2013 წლის 11 იანვარს დაინიშნა. დავით სარსანიას მხარი საკრებულოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა, მათ შორის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც. ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების სურვილით ხსნიდნენ.