თეა თავართქილაძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 39 ინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა საყურადღებოა

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტიდან, 2-ის მდგომარეობა საყურადღებოა.
„დღეისათვის არის 39 ინფიცირებული, გვყავს ასევე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც სავარაუდოდ ხვალ დატოვებს კლინიკას. გუშინ გაგზავნილი იყო 45 ტესტი, აქედან 23 იყო თანამშრომელი, ძირითადად რეანიმაციის თანამშრომლები. დანარჩენი იყო პაციენტების ტესტები, პაციენტები იყვნენ როგორც საკარანტინო ზონებიდან, ასევე კლინიკიდან და ყველა მათგანის პასუხი იყო უარყოფითი. 39 პაციენტიდან ყველა იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, არის შედარებით მძიმე და საყურადღებო“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.ა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები