“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს”
“უკვე დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან.