მირიან წიკლაური: ურიგო არ იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ცოტა ხნით კიდევ გაგრძელდება, ამას მხარს დავუჭერ

საქართველოს პარლამენტის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული ხნით უნდა გახანგრძლივდეს. ამის შესახებ წიკლაურმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი, ასევე, აღნიშნავს, რომ დაწესებულ შეზღუდვებში ხარვეზებიც არის, რაც უნდა მოიხსნას.

„საგანგებო მდგომარეობამ შედეგი გამოიღო, თუმცა, არის ისეთი შეზღუდვებიც, რომლებიც ცოტა გადაჭრაბებულად მიმაჩნია, ვთქვათ, მანქანში ორი რატომ უნდა იჯდეს უკან მაშინ, როცა წინ მეტი დაცილებაა მგზავრებს შორის. ჩემთვის გაუგებარია, ერთი ოჯახის წევრებს, 3-ზე მეტს რატომ არ აქვს გადაადგილების უფლება მანქანით. ოჯახში ერთად არიან, თუ კონტაქტი არის სახიფათო, ეს კონტაქტი უკვე შემდგარია, მით უმეტეს, თუ ბავშვები არიან. თუ 2 ბავშვი ჰყავთ, ფაქტობრივად, ვერ გამოჰყავთ გარეთ. ვფიქრობ, ქალაქგარეთ უნდა გაიყვანონ ხშირ-ხშირად, ვისაც აქვს ამის საშუალება. ეს, ფაქტიურად, შეუძლებელი ხდება. „სუფთა სახლთან“ გამოვიარე ახლა, დაკეტილია მაშინ, როცა ადამიანებს ვეუბნებით ჰიგიენის წესების დაიცავით, დარეცხეთ და ა.შ. და ვკეტავთ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებს, ცოტა უცნაურად მეჩვენება. ალბათ, პატარა ხარვეზებია და ეს უნდა გამოსწორდეს.

ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ცოტა ხნით კიდევ გაგრძლედება – მანამ, სანამ კიდევ უფრო არ დავრწმუნდებით, რომ სტაბილურია მდგომარეობა. ახლა, რა თქმა უნდა, სტაბილურია, სახელმწიფო ახერხებს რაღაც ჩარჩოებში მოაქციოს და არ გაექცეს დაავადებულთა რაოდენობა, მაგრამ, საჭიროა, ალბათ ,კიდევ ცოტა ხანს გაგრძლედეს. ამ გადასახედიდან ვფქირობ, რომ მხარს დავუჭეს გახანგრძლივებას“, – განაცხადა წიკლაურმა „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები