შალვა რამიშვილი: სანაია გახლდათ მიშას ხელის ჟურნალისტი, მაშინდელ “საზ. მაუზე” ისე ვერ იმუშავებდი
“ეს ლინკი არის მედია-არარაობის ვახო სანაიას გადაცემების “ვახო სანაიას რეპორტაჟი” გვერდი, რომელიც 2011 2012 წლებში გადიოდა საზ მაუზე. მოდით ვნახოთ თუ რა თემებს ეხებოდა ეს გადაცემები“,- ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჩამოთვლილია ის თემები, რა თემებზეც 2011 წელს ვახო სანაია გადაცემებს აკეთებდა მაშინ, როდესაც პირდაპირი მნიშნელობით ხალხს აწამებდნენ.
ჟურნალისტის თქმით, ვახო სანაია იყო მიშას ხელის ჟურნალისტი, ისე მაშინდელ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერ იმუშავებდი.
“ეს ლინკი არის მედია-არარაობის ვახო სანაიას გადაცემების “ვახო სანაიას რეპორტაჟი” გვერდი, რომელიც 2011 2012 წლებში გადიოდა საზ მაუზე. მოდით ვნახოთ თუ რა თემებს ეხებოდა ეს გადაცემები: გენეტიკა, ალკოჰოლიზმი, ანტროფოსოფია, საქართველოს დაცული ტერიტორიები, ევერესტი, კიბერუსაფრთხოება
არგენტინა -არქივის დაბრუნება და ა.შ. გადაცემის მოკლე ანოტაციაში წერია – ვახო სანაიას რეპორტაჟი
წამყვანი-ვახო სანაია. გადაცემაში გაშუქდება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენები და პროცესები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას, გადაწყვეტილებები, რომლებსაც ლიდერები იღებენ. რეპორტაჟები და სტუმრები, დისკუსია და თავისუფალი აზრი ვახო სანაიასთან ერთად.
როგორი “საინტერესო” პროცესები შუქდებოდა ამ ვაი გადაცემაში თავად იხილეთ და ეს მაშინ როცა სააკაშვილის რეჟიმი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ხალხს აწამებდა. სანაია გახლდათ მიშას ხელის ჟურნალისტი! მაშინდელ საზ მაუზე ისე ვერ იმუშავებდი. ეს ახლაა რომ თავმომწონედ იძახის “ჩემი პროფესია კითხვების დასმააო. არც კი გავამახვილებდი ყურადღებას ამ წერტილზე, მაგრამ წერტილის დასმა მაინც აუცილებელია“,- წერს შალვა რამიშვილი.