პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე
“სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო საკარანტინო ზონაა.
„მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიებები, ეს უკვე აღარ შეეხება ასე ლოკალურად ცალკე დასახლებებს, ლოკალურად ქალაქებს. შეიძლება, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ჯობია, თუ იქნება მისაღები და გასამკაცრებელი, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები.
დაველოდებით ისევ და ისევ სიტუაციის განვითარებას. სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე, საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თამუნა შეყილაძე