საქართველოს პრემიერი დღეს ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბელგიის სამეფოს ეწვევა. როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარ შტეფან ფულესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საშინაო საქმეების კომისარს სესილია მალმსტრომს, ევროპის ენერგეტიკის კომისარ გიუნტერ ოტინგერს შეხვდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი , ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება და მასთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დესწრება. ასევე, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა ეგმონტის ინსტიტუტის კონფერენციაზე. პრემიერი მიწვეულია ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილზეც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს წამყვან უცხოურ მედიასაშუალებებს – ტელეკომპანია BBC-ს, FRANCE 24-ს, REUTERS-ს, EURONEWS-ს, WSJ-ს და LE MONDE-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები