რუსთავის მერი ქალაქის სასურსათო მაღაზიებს დილიდან პირადად ამოწმებს

რუსთავის მერი ქალაქის სასურსათო მაღაზიებში საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების შესრულების ხარისხს დღეს დილიდან პირადად ამოწმებს.

როგორც ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, ქალაქში არსებულ სასურსათო მაღაზიებში ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომები კარგად კონტროლდება. დაცულია მომხმარებლის რაოდენობის, ასევე, სოციალური დისტანციის დაცვის პრინციპიც. კონსულტანტები პირბადეებითა და ხელთათმანით აღჭურვილები ემსახურებიან მომხმარებლებს.

“რუსთავში არსებული ქსელური სავაჭრო ობიექტები ზედმიწევნით იცავენ ყველა სავალდებულო მითითებასა და რეკომენდაციას. აღარ ვსაუბრობ სადეზინფექციო სამუშაოებზე, რომლებიც სისტემატურად სრულდება ყველა წესის დაცვით. გარკვეული კითხვები წამოვიდა ქსელური მაღაზიების მეპატრონეებისგან იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მომხმარებლის ყოფნაა დაშვებული, კონკრეტული მარკეტის ტერიტორიაზე, ფართობის გათვალისწინებით. სუპერმარკეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმული ყველა საკითხი დამუშავდება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, კიდევ ერთხელ მივაწვდით მათ, რადგან სოციალური დისტანციის დაცვა, არის დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები