საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში დროებითი რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ
აზერბაიჯანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დროებითი რეგისტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგისტრაციის გახანგძლივების მსურველებმა აზერბაიჯანის საემიგრაციო სამსახურს ელექტრონული ფორმით უნდა მიმართონ.
აზერბაიჯანში მოქმედი კანონმდებლობით, უცხოლებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აზერბაიჯანში 15 დღეზე დიდი ხნით დარჩენას სურთ, დროებით მისამართზე დარეგისტრირების ვალდებულება აქვთ. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა 300 ან 400 მანათით დაჯარიმებას ითვალისწინებს.